სამართალი და კრიმინალი

მოძალადე პროკურორმა, რომელიც სამხედრო მაღალჩინოსანზე თავდასხმაშია ბრალდებული, დაზარალებულის ცოლი სცემა

შეირაღებულ თავდასხმამდე ყოფილმა პროკურორმა, გივი შენგელიამ თავდაცვის სამინსიტროს მაღალჩინოსანის გიორგი მეტრეველის ცოლი პარლამენტის შენობის წინ სცემა. პროკურორის მიერ ქალზე განხორციელებული ძალადობის ამბავი მაშინ არ გახმაურებულა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის ოქტომბერში გივი შენგელია სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა თავის მეგობართან ქუთაისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მეგობარს, თინათინ გაბუნიას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემა. ასევე 2018 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით, სამ საათზე გივი შენგელია სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა ქალაქ წყალტუბოში მცხოვრებ მეგობარ თინათინ გაბუნიასთან, რა დროსაც ეზოში მას კონფლიქტი მოუვიდა თინათინ გაბუნიას მეუღლესთან, გიორგი მეტრეველთან, რომელსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემა,“ – განაცხადა პროკურორმა, ზურაბ ლორიამ.
ბრალდებულმა გივი შენგელიამ მეტრეველის ცოლის ცემის ფაქტი უარყო.
გივი შენგელია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

newposts.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close