მოსახლეობის საყურადღებოდ! თბილისის ზღვაში, საიდანაც მოსახლეობა სასმელ წყალს იღებს, ფეკალიები იღვრება
რა წყალს სვამს მოსახლეობა? სუფთაა თუ არა სასმელი წყალი? ,,თავისუფლების მონიტორის“ გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ზღვაში, საიდანაც მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს სვამს, საკანალიზაციო მილით, ფეკალური მასები იღვრება.
როგორც ცნობილია, მერიაში ამ პრობლემის შესახებ უკვე ერთი წელია იციან და ოფიციალურ დოკუმენტიც არსებობს, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება თბილისის მერიამ მხოლოდ ,,თავისუფლების მონიტორის“ მიმართვის შემდეგ მოახდინა.
გამოძიების მიხედვით, თბილისი ეპიდემიის საფრთხის წინაშეა, სასმელი წყლის სინჯები უკვე რამდენჯერმე აიღეს, მერია არ უარყოფს, რომ თბილისში უკანონო დაერთებები ბევრ ადგილასაა და სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი თბილისის ზღვაში ჩამავალი საკანალიზაციო მილია. კახი კალაძე აღნიშნული პრობლემას გამოეხმაურა და და უკვე 40 დღეზე მეტია საკრებულოც ეპიდემიის საფრთეზე საუბრობს.
,,ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერმა“კი სოციალურ ქსელში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების პროცესი დაწვრილებით აღწერა. მათი თქმით, სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში კონტროლდება, ის 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე, GWP-ის აკრედიტირებული ლაბორატორიებში, აქედან გამომდინარე, კომპანია დარწმუნებულია, სასმელ წყალი ამჟამად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ელენე მეტრეველი