საზოგადოება

“მოსახლეობა წუწუნებს, მაგრამ “თავისუფლად სუნთქავს” და ამიტომ ჩუმადაა”

საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს:

ფრიად დაბალანსებული პერიოდი დადგა საქართველოში. ყველა მოთამაშე თავის ინტერესებში რჩება. დიდი საგარეო მოთამაშეების ინტერესებს გადავხედოთ.
1. ევროპა – მისი ინტერესია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა არ ჩაფლავდეს. ამ მხრივ სიმშვიდეა.
2. ამერიკა და ნატო – მაქსიმალურად ღრმა კონტაქტები თავდაცვის სფეროში. იზორია ამას უზრუველყოფს წარმატებით.
3. რუსეთი – საქართველოს საკუთარი გავლენის ორბიტაში საბოლოო შეთრევა. ესეც ეტაპობრივად და ნელ ნელა ხორციელდება.
4. ჩინეთი – ინტერესები მინიმალურია და მიღწეული.
5. თურქეთი – მასაც, ამ ეტაპზე აწყობს ასეთი status quo.
შიდა პოლიტიკაშიც ყველაფერი მშვიდადაა. ხელისუფლებამ (ივანიშვილმა), მოსახლეობის ჩუმი თანხმობით და დასავლეთის პასიური პოზიციით, მოახდინა ყველა სადავის ხელში ჩაგდება. მათ შორის ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება, რომლებიც უზრუნველჰყოფენ ამ გუნდის ხელისუფლებაში დიდი ხნით დარჩენას. ოპოზიციაც შეგუებულია და არ გამოხატავს ამის გამო განსაკუთრებულ პროტესტს. მოსახლეობა წუწუნებს, მაგრამ “თავისუფლად სუნთქავს” და ამიტომ ჩუმადაა. ბიზნესიც კმაყოფილია.
საღოლ ბიძინა…”

 
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close