საზოგადოება

,,მოსახლეობა გადავკეტავთ გზას…” _ რა ხდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში

,,წნორში საბაგიროსთან მოსახლეობამ თავიანთი ხარჯებით უკანასკნელი კაპიკებით წყალი ოჯახებამდე მიიყვანა. ამ რამოდენიმე წლის წინ ვითომ 2016 წელს წყალს რომ გვპირდებოდნენ გადათხარეს და დაგლიჯეს საცოდავობით გაყვანილი მილები, მოსახლეობამ ისევ თავიანთი რესურსებით გადააბა გაგლეჯილი მილები. ახლა 2 კვირაა, ვითომ საქმის მაკეთებლებმა, ნაომარს დაამსგავსეს იგივე ქუჩა და მაშინ გაგლეჯილი და გადაბმული მილები საბოლოოდ გაანადგურეს… ზაფხულია, იმის მაგივრად, რომ საქმეს აკეთებდნენ გაკეთებულს აფუჭებენ. წყალი შეუწყვიტეს ხალხს.
ხმა ამოიღეთ და დაიცავით საკუთარი უფლებები, თქვენ უნდა შეახსენოთ , რომ მათი მოვალეობა ხალხის სამსახუია და არა ხალხისვე გაკეთებულის ნგრევა. საარჩევნოდ 41 და 48 ხმის მიცემით ყურმოჭრილ მონობაზე არ მოგიწერიათ ხელი. გამოფხიზლდით. შაბათს მოვდივარ და მარტო წყლის მილები არ იყოს აღდგენილი… მოსახლეობა გადავკეტავთ გზას…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნონა ნინიაშვილი.

Related Articles

Back to top button
Close