საზოგადოება
მოსახლეობას ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ტყვიის შემცველობაზე შემოწმებას გეგმავს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
სურსათის და გარემოს ეროვნულ სააგენტოებში აცხადებენ, რომ ვითარება საგანგაშო არ არის – სურსათი და ჰაერი ტყვიას შეიცავს, მაგრამ იმ რაოდენობით, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვლევა რამდენიმე თვეში დაიწყება.