კატეგორიის გარეშესაზოგადოება

,,მომიტევეთ, თუ გაღიზიანებული ტონით ვწერ…”

,,როდესაც ბავშვები ან მოზარდები სისტემატურად აფუჭებენ პატარა რაღაცას და პასუხს არ სთხოვენ, მერე იზრდებიან და უფრო დიდს აფუჭებენ ხოლმე...."

ბოროტი ბარბაროსის ნაკვალევი მეტროს მატარებელში
ორი დღის წინ, მეტროთი მგზავრობისას, ვაგონის უკვე თითქმის ცარიელ სკამზე თეთრი ლაქის მსგავსი რაღაც შევნიშნე. რომ მივუახლოვდი, თვალებს არ დავუჯერე: ვიღაც უბრალოდ ბარბაროსს კი არა, ბოროტ ბარბაროსს აი, ასე – ბასრი საგნით ამოუჭრია ტყავის ზედაპირი.
შემთხვევით რომ არ შემენიშნა, ამას ვერც გავიგებდი, რადგან მანამდე იქ მსხდომ მგზავრებს ამ აბსოლუტურად უნამუსო ქცევის შედეგზე 00000 რეაქცია ჰქონდათ!!!!!!
ალბათ, ზოგჯერ თავსაც ვაბეზრებ ხოლმე ჩემს ფეისბუქ-მეგობრებს ადამიანის სწორად აღზრდის თემაზე მუდმივად ყურადღების გამახვილებით. არადა, როგორც ცნობილია, პრაქტიკულად ყველაფერი (კარგიც და ცუდიც) ადამიანის აღზრდიდან გამომდინარეობს.
რატომ უნდა მოუვიდეს ვინმეს თავში აზრად, რომ სკამი დააზიანოს მაშინ, როდესაც ძველი ვაგონები ახლით ჩაანაცვლეს, გააკეთეს ყველაფერი ჩვენი კომფორტულად მგზავრობისთვის?!…
არანაკლებ დამაფიქრა ჩემი მგზავრობისას იმ სკამზე მსხდარი ადამიანების გულგრილობამ. ალბათ, ფიქრობდნენ: რას დავეძებ, ჩემი ხომ არ არის???
ბოლო წლებში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ბავშვთა უფლებების დაცვაზე. რა თქმა უნდა, ნორმალურ ქვეყანაში ყველას უფლება უნდა იყოს დაცული. თუმცა, არასდროს არ ვსაუბრობთ ბავშვებისა და მოზარდების წილ პასუხისმგებლობაზე. ასე ვამართლებთ: მართალია, გააფუჭა, მაგრამ პატარაა, გაიზრდება და ისწავლის….
დიახ, როდესაც ბავშვები ან მოზარდები სისტემატურად აფუჭებენ პატარა რაღაცას და პასუხს არ სთხოვენ, მერე იზრდებიან და უფრო დიდს აფუჭებენ ხოლმე….
ვუყურებდი ამ დაზიანებულ სკამს და მქონდა მძაფრი შეგრძნება, რომ ვიღაც ბოროტი ბარბაროსი ჩემს სახლში შემოიჭრა და ჩემი სკამი დაჭრა.
სანამ არ გაისიგრძეგანებენ გულგრილი ადამიანები, რომ ეს ვაგონებიც, ეს მეტროც, ეს ქუჩაც, ეს ქალაქიც, ეს სოფელიც, ეს ქვეყანაც ჩვენი – მთელი საზოგადოებისაა, საქართველო ვერასდროს იქცევა ცივილიზებულ ქვეყნად და არასდროს დაგვადგება საშველი!!!
მომიტევეთ, თუ გაღიზიანებული ტონით ვწერ, რადგან კონკრეტული მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი საკუთრებისადმი უდიერად მოპყრობის მილიონი შემთხვევა მაქვს ცხოვრებაში ნანახი და დღემდე ვერ ვახერხებ, გულგრილად გავატარო ხოლმე ბოროტი ბარბაროსობის ფაქტები!
სანდრო უსტიაშვილი, პოეტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close