პოლიტიკა

“მოვიდნენ ჟურნალისტები ხელში მომკიდეს და გამარბენინეს”

 მე მევალება, ხელფას ვღებ ხალხისგან, იმაში რომ ვიყო იქ სადაც არის პრობლემა ქალაქში. ეს არის ჩემი მოვალეობა”, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატიმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. ელისაშვილი ასევე ელიავას ბაზრობის ხანძრის ამბებს იხსენებს და აცხადებს, რომ იმ ღამეს ჟურნალისტები მასთან თვითონ მივიდნენ და ხანძრის დროს ადგილზე პოლიტიკური ქულების დასაწერად არ ყოფილა.

“სადაც პრობლემა იყო ყოველთვის მეძახდნენ და მივდიოდი. სანამ იმ დღეს ჟუნრლაისტები აღმომაჩენდნენ და დამინახავდნენ 1 საათი ვიდექი და ხან აქედან ვახე პრობლემა რა იყო და ხან იქედან. ვიდექი ხალხს ველაპარაკებოდი. მერე არ ვიცი ვინ მომკრა თვალი, მაგრამ თვითონ მოვიდნენ უსინდისო ვიყო. ჩემთვის ვიდექი ხალხით გარშემორტყმული და ვალაპარაკობდი, მოვიდნენ ჟურნალისტები ხელში მომკიდეს და გამარბენინეს, რომ “ტევე პირველზე” პირდაპირი ჩართვაა, არც მკითხეს წესიერად”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close