საზოგადოება

მოვაჭრეები დეზერტირების ბაზრობაზე ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავენ

თბილისში, დეზერტირების ბაზარში ხანძარი ძირითადად ლოკალიზებულია. ხანძარი საწყობების ტერიტორიაზე გაჩნდა 180-200 კვ.მ. ფართობზე, სადაც ინახებოდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქცია. მოვაჭრეები ამ საწყობებში ელექტროენერგიისგან ცეცხლის გაჩენას გამორიცხავენ, რადგან მათი თქმით, დენი ისედაც ჩაჭრილი იყო. დაზარალებულები ხანძრის ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავენ.

ამ წუთებში საწყობების ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე კრიმინალური პოლიცია და მეხანძრეები მუშაობენ

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close