შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მეგობრებო როგორც ცნობილია 24-26 აგვისტოს საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ბიარიცში გაიმართება დიდი შვიდეულის სამიტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ლიდერები განიხილავენ უკრაინის,სირიის და სხვა აქტუალურ კონფლიქტებს გარდა ჩვენს თავს დატეხილი რუსული აგრესია-ოკუპაცია–ანექსია–გენოციდისა. ივანიშვილის რეჟიმი გარიგებულია პუტინთან ჩუმად ყოფნაზე და ამიტომ ჩვენ უნდა მივხედოთ ტრადიციულად ჩვენს მამულს. ყოველგვარი პარტიული კუთვნილება-სიმპატიებს გარეშე მოგიწოდებთ ევროპაში მყოფ ქართულ ემიგრაციას,განსაკუთრებით საფრანგეთსა და ესპანეთში, გაემართეთ ქალაქ ბიარიცში და სადამდეც მიგიშვებენ გამართეთ უწყვეტი აქციები 24-26 აგვისტოს მოთხოვნით—რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია-ანექსია-გენოციდი,გაიყვანოს ჯარები საქართველოდან,უკან წაიღოს აფხაზეთ–ცხინვაალის რეგიონის აღიარებები დამოუკიდებელ ქვეყნებად,დაედოს სანქციები რუსეთს საქართველოში აგრესიისათვის.დამერწმუნეთ ამას ექნება უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ჩვენი მომავლისათვის.

კომენტარები
Загрузка...