სამართალი და კრიმინალი

„მკვლელი არის 13 წლის“

გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის შაკო შარაბიძე ემსხვერპლა

10 მა­ისს გლ­დან­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 31 წლის შაკო შარაბიძე ემსხვერ­პლა, რომელიც მოპედს მართავდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლს, რომელიც მო­პედს შე­ე­ჯა­ხა, არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­თავ­და – 13 წლის მო­ზარ­დი მარ­თავ­და.

„მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვავ­რცე­ლოთ პოს­ტი, რომ მი­აღ­წი­ოს 13 წლის მკვლელ­თან და მის ოჯახ­თან. 13 წლის მკვლელ­მა რო­გორც იცით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემი მე­გო­ბა­რი მოკ­ლა. დღეს შა­კოს ოჯახს ესა­უბ­რა გა­მომ­ძი­ე­ბელ­ი და უთხრეს, რომ საქ­მე უნდა და­ე­ხუ­რათ, რად­გან მკვლე­ლი არის 13 წლის.

დღეს შა­კოს ოჯახ­მა უყუ­რა ჩა­ნა­წე­რებს, სა­დაც ჩანს 13 წლის ნა­გავ­მა, გა­უზ­რდელ­მა მკვლელ­მა თა­ვის გარ­თო­ბას რო­გო­რი ბი­ჭის სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა. ანუ ხვალ შე­იძ­ლე­ბა ისევ იგი­ვე გა­ა­კე­თოს მკვლელ­მა და ისევ ვინ­მეს სი­ცო­ცხლე წა­არ­თვას.

შა­კოს მკვლე­ლის სა­ხე­ლი, გვა­რი და ფოტო მო­მა­წო­და ოჯახ­მა და რად­გან არას­რულ­წლო­ვა­ნი ყო­ფი­ლა, კა­ნო­ნი მე დამ­სჯის ამის გამო და მკვლელ­მა, რო­მელ­მაც ახალ­გაზ­რდა მე­გო­ბა­რი მო­მიკ­ლა, ის და­უს­ჯე­ლი უნდა დარ­ჩეს, მკვლე­ლის ოჯა­ხი­დან არ­ც ერ­თს არ ეყო იმის გამ­ბე­და­ო­ბა, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­თან გა­სუ­ლი­ყო კონ­ტაქ­ტზე. რა აზრი აქვს, რო­მე­ლი­მე თქვენ­გა­ნის სი­ცო­ცხლეს? მკვლე­ლე­ბო!

თვითგვე­მას მი­ე­ცით თქვე­ნი თა­ვე­ბი მკვლელ­მაც და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­მაც. ქუ­ჩა­ში არ გახ­ვი­დეთ! !ვიბ­რძო­ლებთ, იქ­ნებ რამე შევ­ძლოთ. ყვე­ლას გთხოვთ დახ­მა­რე­ბას, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ, არ­სე­ბობ­დეს რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მი, რომ ასე არ და­ი­ხუ­როს საქ­მე, ასე არ შერ­ჩეს მკვლელს ჩემი შა­კოს სი­ცო­ცხლე” – წერს შაკო შა­რა­ბი­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ნი­ნია ბა­რა­მი­ძე.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close