პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქი გაუტეხეს

,,Facebook გამიტეხეს” – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ოდესის ყოფილი გუბერნატორი ავრცელებს. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, მისი გვერდი გატეხეს და განცხადებები, სადაც ის პოროშენკოს ადანაშაულებდა ადამიანების გატაცებაში წაშალეს.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილმა ქართველების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განცხადება სწორედ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განმარტებით, ოპერაციას პირადად უკრაინის პრეზიდენტის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა.

“ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი წერს, რომ ქართველები კიევიდან ოდესაში სამი ვერტმფრენით ჩაიყვანეს, ბორანზე კი, სპეცრაზმის 50 მებრძოლი ახლდათ თან.

“პოროშენკოს ეშინია პირადად ჩემი, იმიტომ, რომ ვერ გამომაცხადებს პუტინის აგენტად და მაქვს წარმატების ისტორია,” – წერდა უკრაინული ოპოზიციის ლიდერი.

მიხეილ სააკაშვილი ქართველების დეპორტირებას საქართველოსა და უკრაინის სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციად აფასებს.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close