საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის მამა: მოგიწოდებთ და მოვითხოვ, გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე

,,პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია"

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საგანგაშოა, უფრო მეტიც-კრიტიკული.მე როგორც მშობელი, ექიმი და ქვეყნის მოქალაქე ვაცხადებ, პრეზიდენტის ამ მდგომარეობის არ გათვალისწინება ხელისუფლების მხრიდან, უმოკლეს დროში მიგვიყვანს გამოუსწორებელ მდგომარეობამდე. მოვუწოდებ მას, გადადგას სწორი ნაბიჯი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და გადაიყვანოს მ.სააკაშვილი მრავალპროფილიან სარეაბილიტაციო სამედიცინო კლინიკაში.
  დღეს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დანიშნულია ბრიფინგი, რომელსაც გაუძღვებიან მიშას ძმები-ოჯახის სახელით. სამწუხაროდ, მე დღეს ვერ შევძლებ ჯანმრთელობის გამო მათ და დამსწრე საზოგადოების გვერდზე დგომას. ყველა მოთხოვნა შეჯერებულია ოჯახის სხვა წევრებთან. მოგიწოდებთ და მოვითხოვ, გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე
წერს სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტი პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის მამა, პროფესორი, ექიმი ნიკოლოზ სააკაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close