საზოგადოება

მინდა, რომ ვიცოცხლო – მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი მუშა საზოგადოებას მიმართავს

     32 წლის რუსლან ჩუტკერაშვილი 9 წელია, უბედური შემთხვევის გამო ეტლს არის მიჯაჭვული.  2007 წლის 11 ოქტომბერს, ოჯახის დასახმარებლად თბილისში წასული, ყიფშიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაუზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ  სამშენებლო წესების დარღვევის გამო დაზარალებულად ცნეს 240-ე მუხლით, იმ დროს, არც დამქირავებელ კომპანიას და არც სახელმწიფოს 23 წლის ბიჭის საშველად თავი არ შეუწუხებია. უგულოდ გაკეთებულმა ოპერაციებმა კი ( ალბათ ფიქრობდნენ, რომ ვერ გადარჩებოდა)  მისი მდგომარეობა დაამძიმა.
  2 დღის წინ, რუსლან ჩუტკერაშვილი  ,,ფოსტალიონს” სოციალური ქსელის საშუალებით  დაუკავშირდა და სთხოვა, საზოგადოებისთვის მიეწვდინა მისი ხმა.  სანამ სტატია გამოქვეყნდებოდა,  მეტი დამაჯერებლობისთვის, ჟურნალისტებმა ინფორმაცია  გადაამოწმეს.  ვინაიდან ბატონი რუსლანი ახალციხეში საწოლს  არის მიჯაჭვული,  მისი ავადმყოფის ყველა დამადასტურებელი საბუთი ამოიძიეს. დავუკავშირდნენ თბილისში მის დას, ქ-ნ ირინას, შემდეგ კი თავად რუსლან ჩუტკერაშვილს. მისი თქმით, მიღებულმა ტრავმამ კუნთების დაჭიმულობა გამოიწვია, რაც გაუსაძლის ტკივილს იწვევს.
   აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი რესპოდენტი ძვირადღირებული ოპერაციის, ან საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას არ ითხოვს ( ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ცოტა ხნის წინ, ოპერაცია უკვე ჩაუტარდა). მას სჭირდება ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსრები, რაც დაახლოებით 2-3 ათასი დოლარია, თუმცა მისი გადახდის საშუალებაც თავად არ აქვს. დრო კი არ ითმენს, ავადმყოფს უკვე ნაწოლები გაუჩნდა და ცოტა ხნის წინ გაკეთებული ოპერაციით მიღებული შედეგი     შესაძლოა, წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.
„ფეხები ტონუსში მაქვს – დაბუჟებული. ტკივილგამაყუჩებელი არ შეიძლება, რადგან კუნთები არ უნდა მოდუნდეს. ღეროვანმა უჯრედებმა უნდა იმუშაოს. სწორედ ამის გამო გავიკეთე ოპერაცია და გადავინერგე ღეროვანი უჯრედები, რომელიც სასწრაფოდ შემდგომ რეაბილიტაციას საჭიროებს, რათა შევძლო ცოტა მაინც ავმოძრავდე! მჭირდება მასაჟები, ოპერაციის შემდგომი კომპიუტერული ტომოგრაფია. მკურნალობას ვეღარ ვაგრძელებ, რომელიც უნდა ჩატარდეს ,,ავერსი”-ს აღდგენითი რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც ყოველდღე მელოდებიან ჩემი მკურნალი ექიმები, მაგრამ, უსახსრობის გამო თბილისში ვერ ჩამოვდივარ და გამიჩნდა ნაწოლები. ნაწოლებით გამოწვეული ტკივილებს ვუძლებ, მაგრამ ეს გამძლეობა და ამდენი წვალება  წყალში მეყრება, თუ კლინიკამდე ვერ მივედი. ადგილობრივი გამგეობა ვერ მეხმარება, რადგან მკურნალობის კურსი არ ფინანსდება. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ  დახმარებას, ვისაც რა შეუძლია, ჩემთვის ყველა კაპიკს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ძალიან ვწუხვარ, ძალიან მერიდება საზოგადოების, მაგრამ გავბედე და გადავდგი ნაბიჯი მომემართა თხოვნით. მინდა, რომ ვიცოცხლო, რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ, ნელ-ნელა ფეხზე დადგომას აუცილებლად შევძლებ”-ამბობს რუსლან ჩუტკერაშვილი.
 “ფოსტალიონი” თხოვნით მიმართავს მკითხველს, გამოიჩინონ გულისხმიერება, არ მიატოვონ ახალგაზრდა კაცი და არ გაწირონ ტკივილიანი ცხოვრებისათვის.
  დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე: GE43LB0711156006781000 .
მიმღები რუსლანი ჩუტკერაშვილი. პირადი ნომერი 47001012929
ლიბერთი ბანკისკის SWIFTკოდიLBRTGE22
ტელეფონი 557 10 84 39   

წყარო: postalioni.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close