,,მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მას აბანო აღარ სჭირდება, უკვე აბანოშია”
ყველა ციხეში აღმოჩნდება, ვინც ეროვნულ სიმდიდრეს ამ შარაგზის ყაჩაღს აჩუქებს ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოზე გაღვივებულ ვნებებს.
შალვა ნათელაშვილი:
– ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქართველი ერის სოციალ-ეკონომიკურ გენოციდს. მთელი საქართველო ბიზნესად გაიფორმა, ოჯახში წაიღო და ახლა უკვე იტაცებს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტს წყალტუბოს, რომელიც ქართველი ერის ეროვნული სიმდიდრეა. ვაფრთხილებ ყველას, ვინც ხელს მოუწერს ამ შარაგზის ყაჩაღს აღნიშნული სიმდიდრის გადაცემაზე, ხელისუფლების შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, ყველა ხელმომწერი, ვინც აჩუქებს, წყალტუბოს, ვინც აჩუქა აბასთუმანი, მწვანე კონცხი, დენდროპარკი, ბოტანიკური ბაღები თბილისსა და ბატუმში, იპოდრომი, ,,ლაგუნა ვერე“, ,,თბილისი პანორამა“, საყდრისი, ყველა ხელმომწერი თანამდებობის პირი წავა ციხეში, აგებს პასუხს და მერე ნუ დაიწყება ტირილი რეპრესიებსა, დევნაზე. მიიხედ-მოიხედა მტაცებელმა და გადაწყვიტა გაათამაშოს მეორე უფასო ფულის ისტორია, ანუ ჩაუნერგოს ხალხს რწმენა რომ წყალტუბო აღდგება და ყველა ვიქნებით ბედნიერი და კმაყოფილი და იმავდროულად ,,ითრევს“ საოჯახო ბიზნესად, წყალტუბოში 20-ზე მეტ სასტუმროს და 9 აბანოს.
მინდა ვუთხრა, რომ მას აბანო აღარ ჭირდება, უკვე აბანოშია და ძალიან კარაგად ჩანს რას წარმოადგენს ისიც და მისი აღვირახსნილი წრეც ქართველი ერისა და ხალხისთვის. თუ ოლიგარქს ძალიან უნდა ქართველ ხალხს დაეხამაროს, გახსნას ის 150 ქარხანა და ფაბრიკა, გასცეს დაპირებული უფასო ფული და დაბალპროცენტიანი კრედიტები, გაიტანოს თბილისიდან კაზინოები _ საყომარბაზო დაწესებულებები, სადაც მისი და მისი წრის ფული თეთრდება. აღადგინოს კურორტები, ოღონდ საკუთარ ბიზნესად კი არ აქციოს, სახელმწიფოს, ხალხს გადასცეს.