ჯანდაცვა
,,მიმდინარეობს მსჯელობა, პირველ ჯერზე როგორი პაციენტები აიცრებიან_ საქართველო ვაქცინის მოლოდინში”

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს.
“ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული პროცესში. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვახორციელებთ, ასევე, დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზებას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტირების და შესაბამისად საქართველოს მასშტაბით მისი გადანაწილებისთვის. იმ თარიღში როცა ის უკვე ხელმისაწვდომი იქნება, რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.