სამართალი და კრიმინალი

მიკროსაფინანსოებისთვის თაღლითურად წართმეული 11 000 ლარი და სასამართლოს მკაცრი განაჩენი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო და მათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წარდგენილი ბრალის თანახმად, მუბარაქ გ.-ს ბრალი ედება თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (4 ეპიზოდი), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (7 ეპიზოდი). მუბარაქ გ.-სა და ყაზე ა.-ს, ასევე ბრალად ედებათ თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (10 ეპიზოდი). 
ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია,  ბრალდებულების მხრიდან საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან,  სხვა პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით და მასთან შეუთანხმებლად ფულადი სესხების აღებისა  და თაღლითურად 11 000 ლარის  დაუფლების ფაქტი.  საერთო ჯამში ბრალდებულმა მუბარაქ გ.-მ დანაშაულის 21, ხოლო ყაზე ა.-მ 10 ეპიზოდი ჩაიდინეს.

“ღია სასამართლო სხდომაზე მუბარაქ გ.-მ სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო ყაზე ა. თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, შესაბამისად სასამართლომ განაჩენი მის მიმართ, დაუსწრებლად გამოაცხადა. პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებული გამოცხადდა სასამართლოში და მანდატურებმა იგი დააკავეს”,-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close