პოლიტიკა

,,მივმართავ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას! გაარკვიეთ, ჩვენი მეგობრები ხართ, თუ ჩრდილოელი დათვის”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ როგორც ვხედავთ, საქართველოში მყარდება პრეზიდენტ პუტინის პირდაპირი რეპრესიული დიქტატურა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება გადაიქცა რეგიონში კრემლის საოკუპაციო კომიტეტად. ამ ფონზე, მტკიცება იმისა, რომ რომელიმე პარტია და ლიდერი უპირისპირდება ხელისუფლებას, არის დანაშაულებრივი არგუმენტი. რეჟიმს უპირისპირდება ქართველი ხალხი.

მივმართავ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას! გაარკვიეთ, ჩვენი მეგობრები ხართ, თუ ჩრდილოელი დათვის. დროზე დაადეთ სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილს, რათა მან შეწყვიტოს ძალადობა საკუთარ ხალხზე, დათმოს ხელისუფლება და შემდგომში მისი მოპარული მილიარდები დაბრუნდეს საქართველოს ბიუჯეტში. ეს საკითხი ჩვენ, კარგა ხანია დაყენებული გვაქვს ამერიკის შესაბამისი, კომპეტენტური სტრუქტურების წინაშე და ვფიქრობ, ყოველგვარი განხილვის გაგრძელება ძირშივე არასწორია. ყველაფერი სახეზეა, თეთრიც და შავიც. რაღას ველოდებით?

Related Articles

Back to top button
Close