,,მივმართავ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, დაუძახეთ ინტელიგენციას და ააცილეთ საფრთხე ქვეყანას!”
პროექტ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის გენერალური დირექტორი ლუარ ნიჟარაძე დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.
“ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყნიდან ჯერ ორმილიონამდე ქართველი აქცია იძულებულ დევნილად საკუთარი ქვეყნიდან,ახლა კი, ორივე ძალამ ქვეყანა რუსეთთან რეალური ომის საშიშროების წინაშე დააყენა …”
რაც შეეხება მთელი რიგი პარტიების მოთხოვნას პროპორციული არჩევნების შესახებ, ლუარა ნიჟარაძე არ იზიარებს ამ მოთხოვნებს.რადგან მისი აზრით, ეს პოლიტიკურ პარტიებს აწყობთ.
“კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ პროპორციული არჩევნების. პოლიტიკურმა პარტიებმა დაანგრიეს ქართული სახელმწიფოებრიობა და საფრთხე შეუქმნეს უდანაშაულო ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას! მხარს ვუჭერ პიროვნებათა პარლამენტს რეგიონებიდან !”
ფონდის გენერალური დირექტორი ასევე მიმართავს ბიძინა ივანიშვილს:
“მივმართავ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, დაუძახეთ ინტელიგენციას და ააცილეთ საფრთხე ქვეყანას!”
ფონდ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყნის ხელისუფლება უპირველესად განათლებულ ადამიანებს, მეცნიერებს უნდა ეყრდნობოდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული უხეში პოლიტიკური შეცდომები. ეს მოთხოვნა გაჟღერდა ასევე ფონდის მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სახელზე,რომელიც სამწუხაროდ, უპასუხოდ დარჩა.