მთა დნება, თევზები იხრჩობიან, კომბოსტო აღარ იზრდება _ რა იწვევს ამ უცნაურ მოვლენებს?
რამდენიმე დღეში, ევროპის კონტინენტზე შესაძლოა ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ექსპერტები ცნობით, ესპანეთსა და პორტუგალიაში ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსამდე აიწევა.
2018 წლის ზაფხულში სხვადასხვა ქვეყნებში, მაღალ ტემპერატურას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო, ოფიციალური მონაცემებით, 80 ადამიანია დაღუპული. ცხელია ზაფხული საქართველოშიც. ცოტა ხნის წინ BBC-მ რეკორდულად ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელა.
ანომალიური სიცხეები გამო, მსოფლიოში სხვადასხვა უცნაური და შემაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება:
1. მთა, რომელიც დნება
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორმა გუნჰილდ ნინის როსკვიტმა, ამ მოვლენას “საკმაოდ საშინელი” უწოდა და მთის დნობა, მსოფლიოში კლიმატის ცვლილების დამამტკიცებელ არგუმენტად მოიხსენია.
2. შვეიცარიელ თევზებს დახმარება სჭირდებათ
შვეიცარიის მდინარეში წყლის ტემპერატურამ 27 გრადუსს მიაღწია, რის გამოც თევზები ფაქტობრივად “იხრჩობიან”. ბიოლოგები აცხადებენ, რომ ზოგიერთი სახეობა ასეთ პირობებში სიცოცხლეს ვერ გააგრძელებს.
გარდა ამისა, შვეიცარიაში ტემპერატურა გაუსაძლისია ასევე ადამიანებისთვისაც. ქვეყნის არმიას, შტაბმა უფლება მისცა ატარონ შორტები და მაისურები ჩვეულებრივი სამხედრო ფორმის ნადვლად.
3. ბრიუსელის კომბოსტო აღარ იზრდება
ბევრისთვის ეს შესაძლოა საწყენი არ აღმოჩნდეს, მაგრამ ტემპერატურის მატების გამო ფერმერებისთვის რთული გახდა ბრიუსელის კომბოსტოზე ზრუნვა.
გარდა ამისა, სიცხეებს ვერც კარტოფილი უძლებს, რომელმაც ძალიან ცივი ზამთარი გამოიარა და მოულოდნელად ცხელი ზაფხული დაუდგა.
4. გაყინული საჭმელები ცხოველებისთვის
ადამიანები – ეს არ არის ერთადერთი სახეობა, რომელიც ოფლს გამოყოფს. საფრანგეთის ზოოპარკები თავიანთ ცხოველებს სპეციალურად გაყინულ ხორცებსა და მცენარეულს აძლევენ.
5. ტოქსიკური წყალმცენარეები ბალტიისპირეთში
ბალტიისპირეთის სანაპიროზე ცურვა მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ტოქსიკური წყალმცენარეების რაოდენობამ იმატა. პოლონეთში, ლიეტუვასა და შვედეთში საზოგადოებას ურჩევენ არ მიუახლოვდნენ დაზიანებულ წყალს.
ფინეთის ბიოლოგიის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ტოქსიკური ნივთიერებების “აფეთქება” ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია, თუმცა ზოგიერთი მეცნიერისთვის, ეს ამბავი სასიხარულოა. ისინი სწავლობენ ახალ ბაქტერიებს, რომელითაც ადგენენ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობას.
6. გერმანელები წყლის ჭავლს ნატრულობენ
პოლიცია ბერლინში, მიუნხენისა და ფრანკფურტის ქუჩებში წყლის ჭავლს იყენებს, თუმცა არა საპროტესტოდ გამოსული ხალხის წინააღმდეგ, არამედ მათ გასაგრილებლად. რამდენიმე დღის წინ, წყლის ჭავლის მანქანამ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისის შესასვლელიც “გააგრილა”.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის სხვა ქალაქებიც პოლიციას მსგავსს სთხოვენ და პრენტეზიას არავინ გამოთქვამს.
წყარო; imedinews.ge