საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

,,მთავრობა მიიღებს ახალ საპროტესტო მოძრაობას ლოზუნგით: აღასრულე სამართალი!”

როინ მიგრიაული, ადვოკატი:

_ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგის ერთ-ერთი ლოზუნგია: „სისტემა უნდა დაინგრეს!“….. სისტემა კი მხოლოდ პროკურატურა არ არის. მართლმსაჯულების სისტემის შემადგენელი ნაწილი, სასამართლოსთან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიუროცაა. ამ უკანასკნელმა უნდა უზრუნველყოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულება. „ეფექტური მართლმსაჯულება არ არსებობს ეფექტური აღსრულების გარეშე!“

სამწუხაროდ, აღსრულების ეროვნული ბიუროც სიმახინჯის ელფერს მატებს მართლმსაჯულების სისტემას. იგი ისეთი უუნარო გახდა, რომ აზრი დაეკარგა აღსრულების ეროვნულ ბიუროზე მიმართვას.

აი, მაგალითიც: 70 წელს გადაცილებულ ზურაბ მანჯგალაძეს ხელთ აქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ვინმე კერძო პირის წინააღმდეგ კი არა, არამედ – უშუალოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, რომელიც მისი უშუალო მოვალეა და ვალდებულია, ზურაბ მანჯგალაძეს გადაუხადოს 92.000 ლარზე მეტი. სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2017წ. ნოემბერში. უკვე 6 თვეზე მეტია გასული და ზურაბ მანჯგალაძემ ვერ მიაღწია სამართლიანობას. მისი აღსრულება თურმე „მოძიების ჯგუფშია“ და დღემდე ვერ იძლევიან პასუხს, როდის გადაუხდის სახელმწიფო მას კუთვნილ თანხას.

რა ქნას ზურაბ მანჯგალაძემ? როგორც მიაღწიოს „მართლმსაჯულების ეფექტურობას“, საპროტესტო აქციით აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ? როგორც ვხედავთ, ამ ქვეყანაში საპროტესტო აქციებს უფრო მოჰყვება ეფექტური შედეგები (შსს-ს მინისტრის ბოდიში, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, პრემიერ-მინისტრის მისვლა მომიტინგეებთან და ა.შ.). ასე გვინდა ქვეყნის „სამართლებრივი საფუძვლების მოწყობა“? მიტინგი და საპროტესტო აქცია უნდა გახდეს მართლმსაჯულების აღსრულების იარაღი? თუკი ხალხს (ამ შემთხვევაში ზურაბ მანჯგალაძეს) სხვას აღარაფერს უტოვებთ, მაშინ არ გაუკვირდეს დღევანდელ მთავრობას, თუკი მიიღებს ახალ საპროტესტო მოძრაობას დ. აღმაშენებლის ხეივნიდან რუსთაველის გამზირამდე, ლოზუნგით: „აღასრულე სამართალი!“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close