პოლიტიკა
,,მთავრობა ვაშლის ბაღებში კი არ უნდა დადიოდეს და პრემიერ მინისტრი, იქ უნდა იყოს, სადაც იღობება”
“მთავრობა ვაშლის ბაღებში კი არ უნდა დადიოდეს და პრემიერ მინისტრი, იქ უნდა იყოს, სადაც იღობება. აქ უნდა იყოს ჩამოყვანილი დიპლომატიური კორპუსი. მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები, უნდა იდგეს ფეხზე. უნდა იდგეს აქ CNN-ის, Fox News-ის, BBC-ის პირდაპირი ჩართვის ჯგუფები, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებენ, რა საშინელებასთანაა საქმე, პუტინის რეჟიმის სახით. რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიოს მართლწესრიგი ააფეთქოს და მხოლოდ, ამის შემდეგ დაიხევენ ისინი უკან.”
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში საქართველოს ოკუპაციის პროცესი ასე გაგრძელდება.