ეკონომიკა

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 65 მილიონი ლარი ისესხა

დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების აუქციონები გამართა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე კი, 45 მლნ ლარის, 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები განთავსდა, მოთხოვნა 87 მილიონზე იყო.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.600 პროცენტით, მაქსიმალური 7.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.659 პროცენტით განისაზღვრა.

იმედი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close