პოლიტიკა

“მზად ვარ ვიყო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი”

შალვა ნათელაშვილის თქმით, ლიდერთა საბჭოში ოპოზიციის საერთო კანდიდატზე საუბარი ჯერ არ არის, თუმცა თუ სხვა პარტიების მხარდაჭერას მიიღებს, ის მზადაა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებისას. შალვა ნათელაშვილი: _ ლიდერთა საბჭოში პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე რაიმე მზაობა არ შეინიშნება. ყველას უნდა მოსინჯოს თავისი ძალა, რესურსი და ეს ბუნებრივია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არორდინალურ სიტუაციაში ვიმყოფებით, თვითტკბობის ფუფუნების საშუალება და უფლება არ გვაქვს. ქვეყანა გვეღუპება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ერთ საერთო კანდიდატზე ჩამოყალიბება. მზად ვარ ვიყო ოპოზიციის საერთო კანდიდატი და გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები და ქვეყნის სათავეში მოვიდეს პროფესიული, ზნეობრივი, მრავალპარტიული მთავრობა. მხოლოდ ესაა გამოსავალი. ვნახოთ, რაზე ჩამოყალიბდებიან კოლეგები. პოლიტიკაში უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები _ ბიზნესში, კრიმინალური ოლიგარქები გავუშვათ ციხეში და წაღებული უკან მოვატანინოთ. მხოლოდ ამ გზით გადარჩება სახელწმიფო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close