მსოფლიო
ტერორისტები სამეფო ოჯახის წევრის მკვლელობას გეგმავდნენ

ბრიტანული გამოცემა mirror-ის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” დიდი ბრიტანეთის სამეფოს ოჯახის წევრის მოკვლას გეგმავდა. საუბარია, ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის 4 წლის ვაჟზე, პრინც ჯორჯზე.
ISIS -ის რადიკალი ისლამისტები მესენჯერში ადგენდნენ გეგმას,თუ როგორ უნდა დასხმოდნენ თავს და მოეკლათ პრინცი ჯორჯი ლონდონის სკოლაში. სწორედ ამ მიმოწერის საშუალებით შეიტყო ბრიტანულმა დაზვერვამ გეგმის შესახებ.