საზოგადოება
,,მე, როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი, შეურაცხყოფილი ვარ ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად”
,,ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, ,,მეუფე"
,,ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, “მეუფე”.
იმედია, ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!
მე, როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი, შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნინოობის დღესასწაულზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა.
“დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი მაინც ხომ გინდ არ მოწონდეს მმართველი პარტია, ნაციონალების დაბრუნებას, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს რა, მისი განწყობა… იარაღსაც აიღებენ ხელში, ის რომ დაიწყონ იქიდან მობრუნება კანონით”.
თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.