შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “ბრძნული აფორიზმია “არასოდეს თქვა, არასოდეს”. მე ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქცეოდა ჯერ პოლიტიკურ დევნილად, მერე პოლიტიკურ პატიმრად და ამას მე ვაღიარებდი. ფაქტი სახეზეა, ორმა ოლიგარქმა ივანიშვილმა და პოროშენკომ ეს შეძლეს, მაგრამ მათი საქმე მაინც დამთავრდება. როგორც ზღვა განაგდებს ყოველგვარ სიბინძურეს ნაპირზე, ისე განიდევნებიან ისტორიის მიერ პოლიტიკიდან ოლიგარქები. რაც შეეხება სააკაშვილზე წარდგენილ ბრალდებას, ესაა სრული სისულელე პოროშენკოს უინტელექტო თავში მოფიქრებული.”

კომენტარები
Загрузка...