საბა-ვშვო

„მე ვარ ხანდაზმული მშობელი“

ნანუკა გულუა: „ორსულობის შემდგომი დეპრესიამ ჩემს ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა“

მსახიობი ნანუკა გულუა და კახა კაშია მესამე შვილის მოლოდინში არიან. ნანუკამ თავის, როგორც დედის გამოცდილებაზე, გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრა:

.

-თავს გავიმართლებ, მშობლის ამპლუაში პირველად ვსაუბრობ. მე ვარ ხანდაზმული მშობელი, შესაბამისად, ხუთოსნურად ვეკიდები ბავშვის აღზრდას. ძალიან მინდა, რომ სწორად აღვზარდო ბავშვები. საკუთარ თავსაც ვუწესებ ბევრ აკრძალვას. 2,5 წლის ასაკში ჩემი შვილი გამართულად საუბრობს ქართულ ენაზე, – ამბობს ნანუკა გულუა.

-პირველი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მქონდა იდეალური. არაფერზე მინერვიულია და ემოციებს ზედმეტად არ ავყოლივარ. მეორე ორსულობაც იდეალური იყო. ორსულობის შემდგომი დეპრესია ორ თუ სამ კვირას გაგრძელდა, რომელმაც ჩემს ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა. რაც ყველაზე უცნაურია, ორსულობის პერიოდში ვმშვიდდები, ემოციურადაც უფრო კარგად ვარ, – ყვება ნანუკა გულუა ერთ-ერთ ინტერვიუში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close