“მე განახეთ როგორ მუშაობს პრეზიდენტი, ახლა კი ნახავთ როგორ შეიძლება რომ მოკვდეს”
ამ წუთებში კიევის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზში იმყოფებიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსის მეუღლე და უკრაინული ოპოზიციური პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზადაა განაგრძოს შიმშილობა. ამის შესახებ მან სასამართლო დარბაზში, პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ არ სურს ოლიგარქიის პატიმარი იყოს.
“თუ ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილს გავაგრძელებ. მე ვაჩვენე, თუ როგორ უნდა მუშაობდეს პრეზიდენტი, ახლი კი ვაჩვენებ, თუ როგორ შეიძლება რომ მოკვდეს”, – აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი კიევში 9 დეკემბრის ღამეს დააკავეს, მან იზოლატორში 2 დღეზე მეტი გაატარა. მას დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის ხელშეწყობაში სდებენ ბრალს. უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.