საზოგადოება

,,მეუფე შიოსთან დაკავშირებული ერთი სასიამოვნო ამბავი უნდა გავიხსენო”

,,მე, როგორც ერთი ქართველი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის არსებობა პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი ეკლესიის ერთიანობასა და სიძლიერეზე, მეუფე შიოს გულითადად ვულოცავ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ მოსაყდრედ დასახელებას. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი უწმინდესი. მეუფე შიოს კი ვუსურვებ უფალმა ღირსეულად ატარებინოს ეს მძიმე და საპატიო ტვირთი.

ახლა მეუფე შიოსთან დაკავშირებული ერთი სასიამოვნო დეტალი, რომლის შესახებაც გუშინ გავიგე და დღეს „ობიექტივის“ მაყურებლებისთვის მინდოდა მეთქვა, მაგრამ გადაცემა „მემკვიდრეობა“ საპატიო მიზეზის გამო ეთერში ვერ გავიდა.

საქმე ისაა, რომ მეუფე შიოს მამა – სამთო-ინჟინერი თეიმურაზ მუჯირი იყო პირველი, რომელმაც პრეისტორიულ ხანაში საყდრისში ოქროს სამთო წ ესით მოპოვება შესაძლებლად მიიჩნია. იგი საჭიროდ თვლიდა საყდრისში არქეოლოგიური კვლევა-ძიების ჩატარებას. ამ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ თეიმურაზ მუჯირმა 1987 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში დაწერა, რაც ხელმისწავდომია. “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან მიმართებაში თეიმურაზ მუჯირის გვარი არაერთხელ გვიხსენებია, როგორც მე, ისე სხვა წამყვანებს, ჩვენს სტუმრებს, მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ბატონი თეიმურაზი იყო მეუფე შიოს მამა. ეს გუშინ გავიგე, გავიხარე და დღეს თქვენ გაგახარეთ” _ წერს ფეუსბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close