საზოგადოება

,,მერს იტალიიდან ჩამოაქვს ნაძვის ხედ წოდებული სიმახინჯე და ასეთი ადამიანებისთვის არ გამოინახა არაფერი, ნორმალურად რომ შეხვედროდნენ შობას”

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურად დაუცველ თუმანიშვილების ოჯახს ესტუმრა და შობა ახალი წელი მიულოცა.

 „როცა ეს ბავშვები ცხოვრობენ მიტოვებული სასადილოს ძველ შენობაში, უკიდურესად მძიმე პირობებში, მე მართლა მიკვირს, როგორ დგას ხელისუფლება სანთლებით ხელში ტაძარში და როგორ სძინავთ ღამე მშვიდად. მართლაც ამაზრზენია, რომ ოლიგარქ- დიქტატორი ამაზონისა და ავსტრალიის გადამწვარი ტყეების გასადარჩენად რიცხავს მილიონებს, ქალაქის მერს იტალიიდან ჩამოაქვს ნაძვის ხედ წოდებული მილონიანი სიმახინჯე და აი, ასეთი ადამიანებისთვის არ გამოინახა არაფერი, რომ ისინი ნორმალურად შეხვედროდნენ შობას. ეს ხელისუფლება უნდა ჩავყაროთ იმ სანაგვე ყუთებში, რომელიც ახლა ჩამოაქვთ ევროპიდან და სანაგვე ყუთებიანად უნდა ჩავაბაროთ წარსულს.

.

.

Related Articles

Back to top button
Close