საზოგადოება

მერე რა, რომ დახეული და ვინ იცის, მერამდენედ დაწებებული ფეხსაცმლით დავდივარ?..”_დედის ემოციური წერილი

ეს წერილი ერთმა ახალგაზრდა დედამ მოგვწერა და გვთხოვა, სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა:

”გამარჯობა. ჩემს შესახებ მინდა მოგიყვეთ.
დღეს ხელფასი ავიღე და ძალიან გახარებული ვარ, რადგან დილით ჩემი შვილისთვის ტანსაცმლის საყიდლად ვიყავი. უკვე ძალიან ცივა და ჩემს 4 წლის ბიჭს არც ქურთუკი ჰქონდა და არც თბილი ფეხსაცმელი… ბავშვს მარტო ვზრდი და ჩემი ხელფასიც მხოლოდ 120 ლარია… დილით ბავშვს ბაღში ვტოვებ, შემდეგ მივდივარ მაღაზიაში, ვალაგებ… მერე მივდივარ ბაღში, გამომყავს ბავშვი და ვბრუნდებით სახლში…
დღეს, როგორც გითხარით, ხელფასი ავიღე და სამსახურიდან ცოტა ხნით გავეთავისუფლე, რომ

სანამ ბავშვის ბაღიდან წამოყვანის დრო მოვა, ყველაფრის ყიდვა მოვასწრო და სამსახურშიც უნდა დავბრუნდე, რომ დალაგება მოვასწრო…
ქურთუკი, ფეხსაცმელი, სვიტერი, ქუდი, ხელთათმანები, კაშნე და 2 კილო კარტოფილი… ჩემი ხელფასიდან 18 ლარი დამრჩა. დენს და გაზს გადავიხდი – ჯამში 17 ლარია…
მიხარია ძალიან, რადგან ჩემი შვილი თბილად იქნება და არც გაზს და დენს ჩაგვიჭრიან…
მერე რა, რომ მე დახეული და ვინ იცის, მერამდენედ დაწებებული ფეხსაცმლით დავდივარ?მერე რა, რომ არც ქურთუკი მაქვს და ჟაკეტზე გარედან კაშნს ვიკეთებ, რომ არ გავიყინო…
წარმოვიდგენ, როგორ გაუხარდება ჩემს პატარას, ახალ ტანსაცმელს რომ ჩავაცმევ. მისი გაბრწყინებული თვალების დანახვა მეც გამათბობს…”
თაკო

წყარო:mshoblebi.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close