საზოგადოება

,,მერამდენე შემთხვევაა, როცა გასართობად წასული ბავშვების ექსკურსია ტრაგიკულად დამთავრდა?”

,,დადგა ზაფხული, დაიწყო არდადაგები და საჯარო სკოლის მოსწავლეებიც სხვადასხვა მიმართულებით ექსკურსიებზე მიდიან, ავტოსაგზაო შემთხვევები ბევრია, გაუმართავ
სატრანსპორტო მაგისტრალებს გაუმართავი ავტომობილები და უპასუხისმგებლო მძღოლები ემატება და ეს ყოველივე ქმნის სატრანსპორტო კოლაფსს. მერამდენე უბედური შემთხვევაა, როცა გასართობად წასული ბავშვები ტრაგიკულად ამთავრებენ ექსკურსიას?! მერამდენე?! და პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
ბოლო ერთი თვის მანძილზე გომბორის უღელტეხილის გავლა რამდენჯერმე მომიწია, არცერთხელ არ შემხვედრია საპატრულო პოლიციის ეკიპაჯი. არშეიძლება პირველსავე შემხვედრ სამარშუტო ტაქს თუ ავტობუს ვანდოთ ჩვენი შვილების ბედი, განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ტექნიკური დათვალიერება იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის რომელთაც ჩვენსა და ჩვენი შვილების სიცოცხლეს ვანდობთ. მოვუწოდებ განათლების სამინისტროს და შსს რომ დაუყოვნებლივ შეიმუშაონ პროგრამა რომელიც გააკონტროლებს ჩვენი შვილების სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტების უსაფრთხო გადაადგილებას.
მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო! ყველაფერზე ტენდერს აცხადებთ და უამრავ ფულს ხარჯავთ თქვენი პირადი კეთილდღეობისათვის, იქნებ ცოტა დაფიქრებულიყავით და თუნდაც კერძო სექტორში შეგექმნათ მიზნობრივი ავტოპარკი, სადაც გექნობოდათ გამართული ავტომობილების ბაზა და მოსახლეობა შესძლებდა სარგებლობას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება შსს! გამართეთ ავტოსაგზაო ნიშნები, შეამოწმეთ გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები და გზებზე უზრუნველყავით წესრიგი!” _ წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აპრიორი”-ს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში და გუშინ, გომბორის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის ფოტოებს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გომბორის გზაზე ხევში გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. ისინი ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გარდაიცვალა 4 ადამიანი.

.

.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close