საზოგადოება
,,მერამდენედ გამოგვაქვს უარი მერიის ხელფასების არაადექვატურ გაზრდაზე, თვლა აგვერია”
ბორჯომის საკრებულოს ინფორმაციით, ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო,ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმი N6 თანახმად ბორჯომის მერიას კვლავ უკან დაუბრუნა შენიშვნებით საშტატო ნუსხის და სარგოების საკითხი. აქედან გამომდინარე 2018 წლის 16 მარტს ჩანიშნული სხდომა აღარ ჩატარდება.”
.
საკრებულოს წევრი, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გიუაშვილი კი სოციალურ ქსელში ბორჯომის მერის გასაგონად წერს:
,,უკვე მერამდენედ გამოგვაქვს უარი მერიის ხელფასების არაადეკვატურ გაზრდაზე, თვლა აგვერია.”