ანსამბლ „ალილოს“ წევრის, მომღერალ გია დავითიანის შვილი, ნინუცა დავითიანი შოუბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამს. მას უკვე იცნობს მსმენელი სხვადასხვა მუსიკალური შოუდან. ნინუცას დედა გარდაცვლილია. მან დედაზე „გზასთან“ ისაუბრა:
.
:-მამასთან ერთად ხშირად არ ვმღეროდი, მიუხედავად იმისა, რომ დუეტების შესრულება ახლობლებთან ძალიან მიყვარს, მგონია, რომ ნამდვილი ემოცია მოდის. ახლა მამასთან ერთად სიმღერას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, იმედია,, ეს ეკრანზეც იგრძნობა…
რატომღაც მეგონა, პირდაპირ გია დავითიანივით უნდა მემღერა. სულ ვამბობ, ცხოვრება ასეთია, გატარებს, გატარებს და ბოლოს მაინც იმ წერტილამდე მიგიყვანს, რაც შენია. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა…
მენატრება ბავშვობის წლები, როდესაც დედა ცოცხალი იყო, მამა მანქანაში ჩაგვსვამდა და დავდიოდით, საქართველოს ყველა კუთხე მოვლილი გვაქვს. მანქანაში სულ ისმოდა სიმღერა, მე და ჩემი და უკან ვისხედით, ვერთობოდით, სასწაული ზაფხულები გვქონდა…