“მაქვს სამუშაო მოწვევა ამერიკაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ამის პრობლემა მე არ მაქვს“
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჰოლანდიის ვიზა არ სჭირდება. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელერახ News One-ის ეთერში განაცხადა.
„მოქალაქეობის თაობაზე რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან და მათი წამყვანი პოლიტიკოსებისგან მაქვს შეთავაზება, მაქვს სამუშაო მოწვევა ამერიკაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ამის პრობლემა მე არ მაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა არც დაადასტურა და არც უარყო ჰოლანდიის ვიზის მიღება.
კითხვაზე, მიიღო თუ არა მან ჰოლანდიის ვიზა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან მისი ოჯახი ჰოლანდიიდანაა, მას ავტომატურად აქვს უფლება ამგვარ ვიზაზე.
ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ვიზა გასცეს. ამის შესახებ Telegraaf იუწყება.
გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა ვიზა მიიღო „ოჯახების გაერთიანების“ უფლების საფუძველზე, რადგან დაქორწინებულია ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსზე და მეუღლეებს ორი შვილი ჰყავთ.