ცხოველთა სამყარო

,,…მას შემდეგ ტირიან ჯეკა და ნადირა” – თავშესაფრის ყველაზე მგრძნობიარე წყვილი (ვიდეო)

თავშესაფრის ყველაზე სევდიანი და მგრძნობიარე წყვილი – ჯეკა და ნადირა. მათ შესახებ არაერთი პოსტი დაგვიწერია და უამრავი გულშემატკივარიც ყავთ ჩვენს გვერდზე. ისინი განუყრელი მეგობრები არიან, თავშესაფარში ერთი მიზეზის გამო მოხვდნენ – პატრონი გარდაეცვალათ და მის მეუღლეს მეზობლებმა უფლება არ მისცეს, რომ ძაღლები ეზოში გაეჩერებინა.

მას შემდეგ ტირიან ჯეკა და ნადირა, მხოლოდ მოხუცი პატრონის მოსვლისას ეძლევათ სიცოცხლის ხალისი, მხოლოდ მაშინ ჭამენ საჭმელს. კიდევ თავშესაფრის მეპატრონის გამოჩენა ახარებთ, მისი დანახვისას უცნაურ ხმებს გამოსცემენ. წუხელ, მაგალითად, ლამის ვოლიერი გამოანგრიეს, თითქოს ეხვეწებოდნენ სახლში წაგვიყვანეო. სევდიანი თვალებიდან ცრემლი სდით მონადირე ძაღლებს. ჯეკამ და ნადირამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ძაღლი ადამიანის უერთგულესი მეგობარია და რომ პატრონის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. დააკვირდით მათ სევდიან თვალებს და ამას თქვენც ამოიკითხავთ.

ისინი არიან ძაღლები, რომლებმაც პატრონის საფლავს მიაგნეს, არავინ იცის, როგორ, მაგრამ მიაგნეს და იქ ათენებდნენ ღამეებს. ჯეკა და ნადირა დიდხანს ვერ გაძლებენ თავშესაფარში. ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ პატრონთან, ეზოში, სადაც გაიზარდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე დაიღუპება…

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close