სამართალი და კრიმინალი
მარტვილში მეათე კლასელმა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო

სუიციდის ფაქტი მოხდა მარტვილში სოფელი ნალეფსაოში. მე–10 კლასელმა გოგონამ თავი ჩამოიხჩო. ბავშვის ცხედარი სახლის ბოსელში იპოვეს.
თვითმკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თანაკლასელების ინფორმაციით, გოგონას პრობლემები არ ჰქონია.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მიხეილ ძიძიგური