საზოგადოება

მამა სერაფიმე: მოსკოვში სამივე კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრის გუნდი არამეულ ენაზე შექმნილ საგალობლებს საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს. ანსამბლმა მოსკოვში გამართულ სამ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. შესრულდა სქემარქიმანდრიტ სერაფიმ ბით-ხარიბის მიერ როგორც არამეულ, ასევე ქართულ-არამეულ ენაზე შექმნილი საგალობლები და ჰანგები.

ანსამბლმა, მამა სერაფიმეს გადაწყვეტილებით, კრემლის დარბაზში გამოსვლაზე უარი თქვა და ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, კონცერტი სხვაგან გადაეტანათ.

მონასტრის გუნდს ფესტივალებსა და კონცერტებზე მიწვევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქვს. უახლოეს პერიოდში, ქანდელი მგალობლები ლიტვას და შვეიცარიას ესტუმრებიან.

„ძალიან ხშირად გვიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყველგან წასვლას ვერ ვახერხებთ, თუმცა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა. ცხადია, პატრიარქის კურთხევით. ეს ჩვენთვის არის საშუალება, რომ საქართველო და აქ არსებული უნიკალური მონასტერი და საგალობლები მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. მოსკოვში სამივე კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ჩვენ, როგორც საპატიო სტუმრებს გრანპრი გადმოგვეცა. თუმცა, როდესაც კრემლში გამოსვლის საკითხი დადგა, უარი ვთქვი. ორგანიზატორებს 2 000 ბილეთი უკვე გაყიდული ჰქონდათ, თუმცა ჩვენ პოზიცია არ შევიცვალეთ და მათ კონცერტი ერთ-ერთი ტაძრის დარბაზში გადაიტანეს“ – განაცხადა სქემარქიმანდრიტმა სერაფიმ ბით-ხარიბმა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close