,,მამაჩემის მკვლელობის მონაწილეებს პოლიციის უფროსებად ნიშნავენ” _ გურამ შარაძის ქალიშვილი სკანდალურ ჩანაწერს გამოაქვეყნებს
სკანდალი!
რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის შვილი:
_ ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ერთ კვირაში თბილისში მოვდივარ და ხმაურს ვაპირებ, რაც ასე თუ ისე, თქვენც იცით.
ხელთ მაქვს ერთ-ერთი ძალოვანი უწყების გავლენიანი მაღალჩინოსნის სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ჩემზე საუბრობს. საქმე მამაჩემის მკვლელობას შეეხება. ამ ჩანაწერით, დაგიმტკიცებთ, თუ ვინ უშლის ხელს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას.
მან იცის ეს და ისიც იცის, რომ ადრე თუ გვიან, გამოვუქვეყნებ. მიგზავნა და მიგზავნა შუამავლები, მაგრამ… ახლა, არ ვიცი, რას აპირებს, სამაგიეროდ, ძალიან კარგად იცის, მე რას ვაპირებ.
რა დაიბადება ამათ თავებში, დღეს ვერ გეტყვით, მითუმეტეს, რომ წამისწამზე, მამაჩემის მკვლელობის მონაწილეებს პოლიციის უფროსებად ნიშნავენ.
გთხოვთ, დელიკატურად მოეპყროთ ამ განცხადებას. ყველაფერი გაცნობიერებული მაქვს და ყველაფრისთვის მზად ვარ, უბრალოდ, საჭიროდ ჩავთვალე, მეთქვა.
გთხოვთ, არც ზედმეტად შეშფოთდეთ, არც შეშინდეთ, არც შემიცოდოთ, არც შემაქოთ
ეს გზა 2007 წლის 20 მაისს ავირჩიე და სანამ ცოცხალი ვარ, არ გადავუხვევ.