აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე და გაერთიანება „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი ესწრებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უსაუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის მთავარი თემა შემდეგი სამი საკითხი იქნება: უსაფრთხოება, დემოკრატია და ეკონომიკა.

უსუფაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება ამ სამივე მიმართულებით.

საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურდღებას შალვა შავგულიძე. მისი ინფორმაციით, პენსთან შეხვედრისას ის ისაუბრებს ინსტიტუციური მმართველობის მოშლაზე, ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების გაუმართლებელ კონცენტრაციაზე და არაფორმალურ მმართველობაზე.

ipn.ge

კომენტარები
Загрузка...