საზოგადოება

მათ სალაროში ნაღდი ფულის მოცულობამ 13,4 მლნ ლარი შეადგინა _ საქსტატმა ლომბარდები გამოიკვლია

საქართველოს მოქალაქე, როცა მას ფინანსურად გაუჭირდება, ჯიბეში შაურიანი არ უჩხრიალებს და იცის, რომ შვილს პურს ვერ მოუტანს, სად გარბის?

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ოჯახის წევრი ავად უხდება და ექიმისა და წამლის კოლოსალურად გაზრდილი ფული არ აქვს, სად გარბის?

საქართველოს მოქალაქე, როცა მას უახლოესი ადამიანი გარდაეცვლება და კუბო რომ იყიდოს, იმის ფულიც კი არ აქვს, სად გარბის?

რა თქმა უნდა, ბანკში, სადაც მას ღიმილით ხვდებიან, მაგრამ რეალურად, ეს არის ეშმას ღიმილი, ვინაიდან ხშირად, აქედან იწყება მისი ჯოჯოხეთი. ის ასევე გარბის ლომბარდში, თუ მას კიდევ მოეპოვება რაიმე სახლში დასალომბარდებელი.

ხალხის უბედურებით კი ვინ ითბობს ხელს?

რა თქმა უნდა, ისევ ბანკები, ისევ ლომბარდები და მათთან გარიგებაში მყოფი ჩინოვნიკები. ,,ბანკი ჩვენი მტერია” სლოგანმაც ხომ პოლიტიკური დანიშნულება მიიღო და მას პარტიები მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა პოლიტიკური ქულების დაწერა მოუნდებათ.

ასე, რომ აგერ ბურთი და აგერ მოედანია გაშლილი ქვეყანაში იმისათვის, რომ ხალხი ცარიელ-ტარიელი დარჩეს და მხოლოდ ,,ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად” ებადოს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ლომბარდების სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარა. გამოკვლევა მიზნად ისახავდა სალომბარდო საქმიანობით დაკავებული სუბიექტების შესახებ მონაცემების შეგროვებას და აღნიშნული მონაცემების გამოყენებას ქვეყანის ფინანსური სტაბი­ლუ­რობის ინდიკატორების გაანგარიშების თვალსაზრისით. გამოკვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებაში საქსტატთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2013 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო
საქმიანობით დაკავებული 1031 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა. აქედან, 45,8 პროცენტი ქ.
თბილისში მდებარეობს, 13,5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12,3 პროცენტი – აჭარაში, 10,6
პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 17,8 პროცენტი სხვა
რეგიონებში ფუნქციონირებენ.
ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2013 წლის ბოლოსათვის
13,4 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის 71 პროცენტი გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო
29 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში.

.

2013 წლის ბოლოსათვის ლომბარდებს ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 3,7 მლნ ლარის
ფულადი სახსრები, მათ შორის 77 პროცენტი – ეროვნულ, ხოლო 23 პროცენტი – უცხოურ
ვალუტაში.
აღსანიშნავია, რომ ბანკებში განთავსებული თანხის მთლიანი მოცულობა რეზიდენტ
ბანკებზე მოდის.
2013 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 310,7 მლნ ლარი შეადგინა (მათ
შორის 43 პროცენტი – ეროვნულ, ხოლო 57 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების
96 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 4 პროცენტი – იურიდიულ პირებზე მოდის.
ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების
მოცულობამ, 2013 წლის ბოლოსათვის 10,3 მლნ ლარი შეადგინა.
საინტერესო სურათს გვაძლევს ვალდებულებების ანალიზი. კერძოდ, 2013 წლის
ბოლოსათვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 209,9 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის
უმრავლესობა (75 პროცენტი) უცხოურ ვალუტაშია ნასესხები, ამასთან სესხის 99 პროცენტი
რეზიდენტებისაგანაა აღებული.
ლომბარდების 2013 წლის საბალანსო მოგებამ2 21,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 54,2
პროცენტი ქ. თბილისში მოქმედ ლომბარდებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებზე
ნაწილდება:
• ქ. თბილისი – 54,2 პროცენტი;
• იმერეთი – 18,1 პროცენტი;

• აჭარა – 12,7 პროცერნტი;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 9,3 პროცენტი;

საქართველოში მოქმედ ლომბარდებში, 2013 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა)
რაოდენობა 682 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა
(დაახლოებით 99,8 პროცენტი) ფიზიკური პირია.
ქვემოთ მოტანილი გრაფიკი ასახავს მსესხებელთა პროცენტულ განაწილებას რეგიონების
მიხედვით:

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close