საზოგადოება
მათემატიკის ამოცანა, რომელიც განხილვის საგანი გახდა

„ჯანელს 15 ბურთი ჰქონდა. მან რამდენიმე დაკარგა. რამდენი ნურთი დარჩა ჯანელს?“- ასეთია აშშ-ში მესამე კლასის მათემატიკის ამოცანის კითხვა, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.
ყველაზე პოპულარული გახდა პასუხი “< 15″“, თუმცა ამ პასუხის ავტორს მაშინვე შეახსენეს, რომ ჯანელმა რამდენიმე ბურთი დაკარგა ანუ ერთზე მეტი.
ვარაუდობენ, რომ სწორი პასუხი იქნებოდა “0 < x < 15”, რომელშიც x ბურთების რაოდენობის ტოლია, თუმცა არც ეს პასუხი ჩათვალეს სარწმუნოდ.