საზოგადოება

,,მაგრად მიულოცა… ეკლესიის წინააღმდეგ ყველა ინტრიგა იკადრა, თვით მონღოლ-თათრებსაც რომ არ უქნიათ”

,,კი, მაგრად მიულოცა. ეკლესიის წინააღმდეგ ყველა ინტრიგა იკადრა, თვით მონღოლ–თათრებსაც რომ არ უქნიათ, ისეთი. ციანიდის პროვოკაცია დაგეგმა. სინოდში არნახული განხეთქილება მოაწყო და დღევანდელ იუბილარზე საშინელი ცოდვის თქმა დაუფინანსა პირადად ვისაც ჯერ არს. შედეგად საპატრიარქოს რეიტინგი შეარყია, სამლოცველოებს მრევლი ჩამოაცილა.ღვთისმსახურნი ვერცხლზე აცუნდრუკებულ საარჩევნო ხელის ბიჭებად აქცია და ესენიც კიდევ ტაშისკვრით აძლევენ კურთხევას. არსად დაკარგოთ ერთმანეთი.სამწუხაროა,ძალიან სამწუხარო ყველაფერი ეს” _ ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პატრიარქთან ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს სტუმრად საპატრიარქოში იმყოფებოდა. მან   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.  უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 87 წელი შეუსრულდა.

Related Articles

Back to top button
Close