საზოგადოება

,,ლიფტთან ერთად უმჯობესია, ვაჩეიშვილი ახსენოთ. ის არის ტაძრებზე ლიფტების დამონტაჟების ოსტატი”

,,ერთ-ერთი სკოლის ძვირფასო მშობელო – ჩვენი თაობისთვის მშობლებს არ უსწავლებიათ, რომ ტაძარში შარვლით შესვლა არ შეიძლება (ამას სიბერეში მივეჩვიეთ), მაგრამ ჩვენი თაობის გაზრდილმა შვილმა ეს ეს რომ არ იცის, ცუდია და თქვენი ბრალია.

ყინწვისში არ ვყოფილვარ და ვერ ვიტყვი როგორი ტონი ჰქონდა სასულიერო პირს, ვინც შენიშვნა მოგცათ, მაგრამ “ფოსტალიონამდე” რომ ჩამოიტანეთ ეს ამბავი, საინტერესოა, იქვე, ყინწვისის წინამძღვართან თუ მიხვედით, მასთან თუ გააპროტესტეთ თქვენთვის მიუღებელი შენიშვნა; ან ეგებ მეუფესთან მისვლა სცადეთ?! შესაძლოა, იმ წუთას ისიც ყინწვისში იყო და დარწმუნებული ვარ, ყურადღებით მოგისმენდათ.

,,როგორც აღმოჩნდა, ტაძარი მოქმედია”-ო, რომ წერთ, უმოქმედო როდის იყო?!

ლიფტთან ერთად უმჯობესია ნიკა ვაჩეიშვილი ახსენოთ, რადგან ის არის ტაძრებზე ლიფტების დამონტაჟების ოსტატი. მასთანვე მოიკითხეთ კონდიციონერების ამბავიც. ამის გაკეთება უპრიანი მაშინ იქნება, როცა თქვენს შვილს ექსკურსიაზე ატენის სიონის ფრესკების დასათვალიერებლად ჩაიყვანთ – იქვეა ვაჩეიშვილის აგარაკი და სასტუმრო.

ბოლოთქმა – თქვენს ადგილას შვილს ავუხსნიდი, რომ ტაძარში კაბის და თავსაფრის გარეშე შესვლა მიუღებელია. ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები და ასე იქცევიან ის ადამიანები, ვისაც ელემენტარული შინაგანი კულტურა გააჩნიათ.

გულითადად ნინო მიქიაშვილი” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო მიქიაშვილი.

ეს კომენტარი კი მოჰყვა საინფორმაციო სააგენტო postalioni.com -ის გამოქვეყნებულ სტატიას. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

,,დღეს, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის  მე-6 კლასის მოსწავლები, რომლებიც ყინწვისში, ცნობილი ფრესკების  სანახავად ექსკურსიაზე გაემგზავრნენ, ეკლესიის ეზოდან უკან გამოაბრუნეს. 10-11 წლის გოგონები ტაძრის დასათვალიერებლად იმ მიზეზით  არ შეუშვეს, რომ მათ შარვლები ეცვათ. ამის შესახებ “ფოსტალიონს” ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა  მოუთხრო. მისი თქმით,  ტაძრის შესასვლელში აგრესიულად განწყობილმა სასულიერო პირმა მათ განუცხადა, რომ “აქ ექსკურსიაზე კი არა, სალოცავად უნდა ჩამოსულიყვნენ და ნორმალურად უნდა ჩაეცვათ”. როგორც მოსწავლის მშობელმა გვითხრა, მათ იმის ნებაც არ დართეს, რომ შარვალზე შარფი შემოეხვიათ ( როგორც ეს სხვა ეკლესიებშია მიღებული) და ტაძარში ასე შესულიყვნენ.

“2 საათიანი გზა  ბავშვებმა  ტაძრის და ცისფერი ანგელოზის ცნობილი ფრესკის სანახავად გაიარეს. როგორც აღმოჩნდა, ტაძარი მოქმედია და მიუხედავად იმისა, რომ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმის გამო, რომ ამ სიცივეში ბავშვებს კაბები არ ეცვათ, ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ყინწვისი სრულიად ერის საკუთრებაა და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენმა ბავშვებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს. რატომ უნდა დახშონ კარები მნახველებისთვის. არ მესმის რა უფლება აქვთ?!. თავად როცა ჭირდებათ, საუკუნეების ძეგლებს  კონდიციონერებით ამახინჯებენ და ლიფტებს ადგამენ. “-გვითხრა გოგონას მშობელმა.

დღეს, ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეებიდან კაბა არცერთ გოგონას არ ეცვა, თუმცა, როგორც გაირკვა, ყინწვისის ეკლესიაში შესასვლელ დრესკოდს ყველანაირი კაბა არ უდგება- დაუშვებელია ე.წ. დეკოლტე და  სარაფანი . მოკლედ, შესაფერისი ტანსაცმელი არც მასწავლებელს აღმოაჩნდა, ბიჭებმა კი სოლიდარობის ნიშნად არ ისურვეს ექსკურსიის გაგრძელება. რაც შეეხება ერთ-ერთი მოსწავლის 4 წლის დას, რომელმაც ეკლესიის ზღურბლზე გადაბიჯება უნებართვოდ მოინდომა, მღვდელმსახურის მიერ უკან იქნა გამოძევებული, რადგან ე.წ. “ელასტიკი” ეცვა.

“ეი, ეი შენ, სად მიდიხარ, გამოდი გარეთ ეხლავე!”- ასე უყვიროდნენ ჩვენი კლასელის 4 წლის დას- გვითხრა ექსკურსიიდან დაბრუნებულმა თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლემ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close