პოლიტიკა

,,ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი გარდაბანში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს დებატებში იწვევს”

,,26 სექტემბერს ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ეთერში გამართულ გარდაბნის მერობის კანდიდატების დებატებს არ დაესწრო ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, რამაზ ბუდაღაშვილი. შევახსენებ ,,ქართულ ოცნებას და ბატონ ბუდაღაშვილს, რომელმაც შეიძლება არც იცის, რომ მათ აქვთ დებატებში მონაწილეობის მოვალეობა და რომ ისინი, მათ ოპონენტებს კი არა, ხალხს ესაუბრებიან.

,,ქართული ოცნების” მმართველობის წლებზე, გარდაბანზე ბევრი კითხვა მაქვს და თუ ,,ქართულ ოცნებას” და მათ კანდიდატს ხალხთან საუბრის პირი აქვთ, ვიწვევ ბატონ რამაზ ბუდაღაშვილს პირდაპირ დებატებში, მისთვის სასურველ, ნებისმიერ დროს. ქვემო ქართლის ტელევიზია ტვ ,,4″ მზადაა, დაგვითმოს ეთერი. ამ წინადადებით მივმართე ტვ ,,4″- ის ეთერით გუშინ, 28 სექტემბერს, ასევე, ვესაუბრე მისი შტაბის ხელმაძღვანელს და დღეს კიდევ ერთხელ ვუგზავნი იგივე მიმართვას:

,,ბატონო რამაზ, დავსხდეთ პირდაპირ ეთერში და გარდაბნელებს ვესაუბროთ განვლილ 4 წელზე. რამოდენიმე კითხვას აქვე მოგაწვდით: 1.როგორ და ვისი რეკომენდაციით გახდით ,,ქართული ოცნების” კანდიდატი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე?

2. აყალბებდით თუ არა არჩევნებს ჯერ ნაციონალური მოძრაობის დროს და სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ,,ქართული ოცნების” სასარგებლდ გაყალბების გამო ხომ არ მიიღეთ საჩუქრად კანდიდატობა?

3. რამდენად იქნებით დამოუკიდებელი მერი (თუ ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ დაუშვებს შეცდომას) ?

4. შეძლებთ თუ არა, კლანური მმართველობის დასრულებას გარდაბანში, როცა ამ სისტემაში მუშაობდით მუდამ და მათი კანდიდატი ხართ?

5. გქონიათ თუ არა ოდესმე პროტესტი იმ ყველაფერზე, რაც წლების მანძილზე საქართველოში ხდებოდა?

6. არის თუ არა სუსი გარდაბნის არჩევნებში კვლავ აქტიურად ჩართული?

7. გააუქმებთ თუ არა პრემია-დანამატებს და სხვა ხარჯებს?

8. მოსპობთ თუ არა ნეპოტიზმს და ტენდერებში კორუფციულ გარიგებებს?

9. მივა თუ არა ბოლომდე და როგორ მარტყოფის ზონის სოფლებში სასმელი წყლის პროექტი?

10. რატომ არის მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში ,,ოცნების” მართველობის 6 წლის თავზე, როცა მმართველი ხელისუფლების ,,მამა”, ოლიგარქი ივანიშვილი მეოთხე წელს უკვე ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას ჰპირდებოდა ხალხს?

მე, ჩემი მხრიდან მზად ვარ, გულწრფელად და ამომწურავად ვუპასუხო თქვენს ნებისმიერ კითხვას” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის გარდაბნის მერობის კანდიდატი – ნინო მეტრეველი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close