საზოგადოება

“ლეიბორისტებმა” სემეკის შენობასთან “კერასინკა” მიიტანეს

“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდა ფრთა “სემეკის” შენობასთან აქციას მართავს. მათ ადგილზე სიმბოლურად ნავთქურა მიიტანეს და გაზის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ.

 

როგორც ცნობილია, დღეს უნდა გადაწყდეს რამდენით გაიზრდება გაზის ტარიფი ქვეყნის მასშტაბით. “ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ” თბილისსა და რეგიონებისთვის ახალი სამომხმარებლო ტარიფი უნდა დაადგინოს. “სემეკს” ამ მოთხოვნით სამმა მთავარმა მიმწოდებელმა კომპანიამ მიმართა, თუმცა უცნობია რამდენით ითხოვენ თავად “ყაზტრანსგაზი”, “სოკარჯორჯიაგაზი” და “საქორ-გაზი” გადასახადის გაზრდას.

 

კომისიამ მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების თანხა უნდა დათვალოს და ახალი ტარიფი ისე დაადგინოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close