პოლიტიკა

ლეიბორისტების პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ხმა 7 ათასამდე ადამიანმა მისცა

15 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

პარტიის ეროვნულმა პოლიტიკურმა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო, რასაც წინ უძღვოდა სოციალურ ქსელებში მოსახლეობის გამოკითხვა.
გამოკითხვაში 7 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, სადაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლას მისცა.
15 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი მიიღებს ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, ამით ისინი ლეიბორისტული პარტიის ამომრჩევლებს შეუზღუდავენ კანონიერ უფლებას ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში.
ლეიბორისტების თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ბრძოლას გავაგრძელებენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close