საზოგადოება
ლეიბორისტების მოთხოვნა: დემირელის სკოლის დირექტორი, მუსტაფა ჩაბუქი, საქართველომ არ უნდა გადასცეს თურქეთს
ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახური დემირელის კოლეჯის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,დემირელის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს შორის გარიგების შედეგია, რასაც ემსხვერპლა ამ სკოლის მოსწავლეების განათლება. განათლების სამინისტრომ ისინი მოატყუა, რადგან არცერთი სკოლა დემირელის სკოლის მოსაწავლეებს იგივე პირობებით არ იღებს.
ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ეს იაფფასიანი, ქვეყნისთვის დამაზიანებებელი მანიპულაციები. სკოლამ ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა განაგრძოს მუშაობა, ხოლო სკოლის დირექტორი, მუსტაფა ჩაბუქი, საქართველომ არ უნდა გადასცეს თურქეთს. ასეთი ქმედება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ის სცდება ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებს”.