სხვა

ლევან პირველი გარდაიცვალა

„ჯერ ლიკა შე­ე­წი­რა ლე­ვა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარჩ­ე­ნას, შემ­დეგ ლე­ვან­მაც აღარ ინე­ბა სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბა“

ბიზ­ნეს­მე­ნი და ყოფილი პოლიტიკოსი, ლე­ვან პირ­ვე­ლი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

რამდენიმე თვის წინ მისმა დამ, ლიკა პირველმა ძმას ღვიძლი გადაუნერგა. ოპერაცია ანკარაში ჩატარდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ორი დღის შემდეგ ტრომბი განვითარდა და ლიკა პირველი გარდაიცვალა. პირველების ოჯახში კი ახლა კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა.

.

„ხან­გრძლი­ვი და უმ­ძი­მე­სი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ლე­ვან პირ­ვე­ლი… უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ლე­ვა­ნის და მისი დის, ლი­კას ოჯა­ხებ­ში ამ ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში…

ჯერ ლიკა შე­ე­წი­რა ლე­ვა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარჩ­ე­ნის­თვის ბრძო­ლას, შემ­დეგ უკვე ლე­ვან­მაც რე­ა­ლუ­რად აღარ ინე­ბა სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბა და დღეს დამ­თავ­რდა მისი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ყოფ­ნაც…

ნა­თელ­ში და­უმ­კვიდ­რებს ლე­ვა­ნის მო­უს­ვე­ნარ სულს უფა­ლი… იმე­დია, შეხ­ვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს სა­მო­თხე­ში, წა­მე­ბუ­ლი და ერ­თმა­ნე­თის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი და-ძმა…“, – წერს ლევან პირველის მეგობარი, მი­რი­ან ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close