ცნობილმა ჟურნალისტმა, პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ  პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ პერიოდს ომი გამოუცხადა! სამწუხაროდ ამ სეზონზე დაიკეტა პატარა სასტუმროები, ბანკები კი სულ მალე მოითხოვენ სესხების გადახდის დაწყებას. ლალი მოროშკინას, ისევე როგორც სხვა ბიზნესმენებს, საბანკო დავალიანება აქვს. სასტუმრო დაკეტილია, სიღნაღი სრულიად ცარიელი… პიარტექნოლოგმა გამოსავალი იპოვა და სუფსაში დაიწყო ევკალიპტის ნერგების გამოყვანა, ეთერზეთების და ანტისეპტიკური საშუალებების წარმოება. დღეს უკვე მას იხილავთ სუფსაში, საკუთარ კარ-მიდამოში, სადაც ასე ლამაზად და სურნელოვნად ყვავის ბერიას მიერ 1938 წელს საქართველოში ჩამოტანილი იშვიათი, ვერცხლისფერი ევკალიპტის ჯიში. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ევკალიპტს ბედნიერების ხეს ეძახიან, ის 100 მეტრს აღწევს და საოცარი თვისებებით ხასიათდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი ხე დარგოს, თუნდაც ქოთანში და პატარა ოთახში, რადგან გასხვლის შედეგად, ევკალიპტი სიმაღლეში აღარ იზრდება. სამამულო პროდუქტი 100% ნატურალურია-არჩენს შაქრიან დიაბეტს, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აჩერებს თმის ცვენას, უებარია გრიპის და ანთების დროს- ამბობს ევკალიპტების ბაღის დიასახლისი, ლალი მოროშკინა.

.

.

კომენტარები